ონლაინ საკრედიტო კომპანიები აქტიურად მოითხოვენ (ეროვნული ბანკისაგან) დეპოზიტების მიღების უფლებას!

რას და რისთვის ითხოვენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (მისო-ები) გადავიდნენ აქტიურ ფაზაში!

ისინი აქტიურად მოითხოვენ (ეროვნული ბანკისაგან) დეპოზიტების მიღების უფლებას!

ამასთან ერთად, მოთხოვნებში გაჟღერებულია მიკროსაფინანსოების რეგულირების განახლებული ნორმების დაწესებაც.

რაც შეეხება მისოკროსაფინანსოების მიერ სახსრების მოზიდვის (ვალდებულებების მოზიდვის) დღეისათვის არსებულ ფორმებს – მისო-ების ვალდებულებები ნომინირებულია (ასახული) „მიღებული სესხების“ და გამოშვებული „საფინანსო თამასუქების“ სახით (იშვიათად ობლიგაციური სესხის სახით), რაც პრაქტიკულად იგივეა, რაც დეპოზიტები.

უბრალოდ დეპოზიტების ფორმა, იგივე მოსახლეობისათვის არის უფრო გასაგები, ვიდრე ვალდებულებების ანალოგიური ფორმები.

მაგრამ იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა დადებითად გადაწყვიტოს (პარლამენტის მითითებით) დეპოზიტების მიღების საკითხი, პირველ რიგში მისო-ებისათვის უნდა დაწესდეს რეგულირების ნორმები (ფინანსური ნორმატივები), რაც უზრუნველყოფს მიკროსაფინანსოების ფინანსურ სტაბილურობას და საფინანსო რისკებთან მიმართებაში ადექვატურ მდგრადობას.

ცხადია, რომ უკვე დიდი ხანია, რაც „მოძველებულია“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, კანონით გათვალისწინებული ნორმები.

ამასთან ერთად, ახალი რეგულაციები, პირველ რიგში უნდა იყოს მიმართული – აღნიშნული „ძველი“ ნორმების კორექტირებაზე (როგორც მაგალითად: კაპიტალის ოდენობა, ერთ მსესხებელზე გასაცემი მაქსიმალური თანხის ოდენობა და ა.შ.).

მაგრამ აქ ისმევა კითხვა – ვინ შეიძლება „მოიგოს“ ამ რეგულაციების შემოღებით და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს პირობითად „წამგებიან“ სიტუაციაში?

რას ნიშნავს მარეგულირებელი ნორმების შემოღება?

პირველ რიგში, ეს არის მისო-ებისათვის კაპიტალიზაციის გაზრდა (საწესდებო ან სააქციო კაპიტალის გაზრდა);

მეორე, ეს არის ე.წ. „ღია სავალუტო პოზიციის“ ლიმიტის დაწესება;

მესამე, ეს არის – „საკუთარ კაპიტალთან“ („წმინდა აქტივებთან“) – მოზიდული სახსრების (ვალდებულებების) შეფარდებითი ლიმიტის დადგენა;

და კიდევ მრავალი რეგულაცია (ისეთი მაგალითად, როგორც ერთი პირის მხრიდან მიღებული დეპოზიტის თანხის მაქსიმალური ოდენობის ლიმიტირება), რომელიც მისო-ების ე.წ. „ლიკვიდურობის“ უზრუნვეყოფაზე არის მიმართული.

სრულიად შესაძლებელია, რომ ბევრმა მიკრისაფინანსომ ვერ დააკმაყოფილოს, პირობითად დაწესებული მოთხოვნები და მათ უბრალოდ არ ექნებათ დეპოზიტების მიღების უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, წესით და რიგით – დეპოზიტების მიღების უფლება უნდა მიეცეთ იმ მიკროსაფინანსოებს, რომელთა საკუთარი კაპიტალი შეესაბამება ახლად დადგენილ ნორმებს. ამასთან ერთად უნდა იყოს დაწესებული – მისო-ს „საკუთარი კაპიტალის“ და მოზულ ვალდებულებეს შორის თანაფარდობა (თანაფარდობის მისაღები მაჩვენებელი).

მიკროსაფინანსოების რეგულირების ნორმებთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა (ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად), უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მისო-ების საქმიანობა მიმართოს ძირითადათ – მცირე და საშუალო ბიზნესის (და პრიორიტეტულად სოფლის მეურნეობის დარგში) დაფინანსებაზე.

ფაქტიურად ეს უნდა გახდეს მისო-ების საქმიანობის ძირითადი სფერო (რაც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიღებული).

მიკროსაფინანსოების მიერ ბიზნესის დაფინანსების (დაკრედიტების) სტიმულირება, უნდა მოახდინოს მთავრობამ, მხოლოდ ფისკალური მექანიზმებით (ანუ ბიზნესის დაფინანსებიდან, მისო-ების მიერ მიღებული საპროცენტო შემოსავალი, უნდა ექვემდებარებოდეს შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმს ,ან სულაც განთავისუფლებული უნდა იყოს მოგების გადასახადისაგან).

მხოლოდ ესეთი მიდგომით, ჩვენ შეიძლება დაუბრუნოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მათი ბუნებრივი „სახე“ და შედეგად მივიღოთ ის, რომ მათი საქმიანობა იყოს მიმართული სამეწარმეო კაპიტალის შექმნაზე და არა მოხმარებაზე (ანუ სამომხმარებლო სესხის „წნეხის“ გაზრდაზე).

 

bfm.ge

მსგავსი სიახლეები
89 ნახვა