ოფშორული ანგარიშებით გადასახადებისათვის თავის ამრიდებელთა შორის 12 სახელმწიფოს მეთაური და 143 პოლიტიკოსია

ჟურნალისტურმა გამოძიებამ ცხადყო, რომ პუტინისა და პოროშენკოს გარდა ოფშორული სკანდალის ფიგურანტები მსოფლიო მასშტაბით ასობით პოლიტიკოსი და მათი ნათესავები გახდნენ. Mossack Fonseca მსოფლიოს ოთხეულში შემავალი ოფშორული იურიდიული კომპანიაა, რომლის მონაცემთა ბაზიდან 11 მილიონ დოკუმენტზე მეტი გამოაშკარავდა. ეს დოკუმენტები მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსების, მათ შორის ვლადიმერ პუტინისა და პეტრო პოროშენკოსთან მიმავალ თანხებსაც მოიცავს. 1970 იანი წლებიდან დაწყებულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ოფშორული ანგარიშებით გადასახადებისათვის თავის ამრიდებელთა შორის 12 სახელმწიფოს მეთაური და 143 პოლიტიკოსია.

მონაცემები გერმანულმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-მა მოიპოვა და საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა გაავრცელა. დოკუმენტაციას საერთო ჯამში 370 ჟურნალისტი სწავლობდა მთელი წლის განმავლობაში.

ე.წ. პანამის ჩანაწერების გამო ისლანდიის პრემიერის გადადგომის მოთხოვნით  ათასობით ადამიანი პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა. აგრეთვე აღნიშნული სკანდალის კიდევ ერთი ფიგურანტის, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წანააღმდეგ შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. ამის შესახებ, ოპოზიციური რადიკალური პატიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ განაცხადა. კონსორციუმის მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით, პოროშენკო მისი ოფშორული კომპანიების მეშვეობით დიდი ოდენობით გადასახადებს მალავდა.

 

euronews.ge

მსგავსი სიახლეები
103 ნახვა