შეზღუდვები გზებზე – თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

დღეიდან 17 აპრილის ჩათვლით ღამის 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე გადაიკეტება, ამის შესახებ “პრაიმნიუსჯორჯიას” თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა დედაქალაქში მიმდინარე გზების კაპიტალურ შეკეთებას უკავშირდება.

“ამ პერიოდის განმავლობაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზით:მარჯვენა სანაპიროზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება ვახუშტის სახელობის ხიდის პანდუსით გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩების გავლით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – განაცხადეს მერიაში.

 

primenewsgeorgia.ge

მსგავსი სიახლეები
408 ნახვა