9 აპრილს ,,მგზავრები” სანკტ-პეტერბურგში იმღერებენ

პოპულარული ქართული ანსამბლი “მგზავრები” 9 აპრილს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში კონცერტს გამართავს. ბილეთები უკვე იყიდება და მათი ფასი 1.500-დან 4.000 რუბლამდეა.

“7 მგზავრი თბილისიდან ძალიან მელოდიურ, საინტერესო, მრავალფეროვან და ჭეშმარიტად მზიურ მუსიკას უკრავს, შესანიშნავად მღერის”, – ასეა წარდგენილი “მგზავრები” ადგილობრივ მედიაში და აფიშებზე. ჯგუფის კონცერტი A2 Green Concert-კლუბშია დაგეგმილი.

ამასთან, სანკტ-პეტერბურგი ერთადერთი ქალაქი არაა რუსეთში, სადაც “მგზავრების” კონცერტია დაგეგმილი. საუბარია ტურნეზე, რომელიც 7 აპრილს, მოსკოვში გამართული კონცერტით დაიწყება. 9 აპრილის გარდა, კონცერტები 12 აპრილს დონის როსტოვში, 13 აპრილს – ვორონეჟში, 15 აპრილს ტიუმენში, 16 აპრილს ეკატერინბურგში, 17 აპრილს კი – ჩელიაბინსკში გაიმართება. რუსეთის შემდეგ “მგზარვები” ბელორუსში ჩადიან და კონცერტს 19 აპრილს, მინსკში გამართავენ.

 

fmabkhazia.com

 

 

მსგავსი სიახლეები
131 ნახვა