პრეზიდენტის ადმინისტრაცია არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპარლამენტო არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადება იმის გამო მოხდა, რომ ”პოლიტიკური გარემო უფრო მეტად პროგნოზირებადი ყოფილიყო და პოლიტიკურ პარტიებს ჰქონოდათ საშუალება უკეთესად დაეგეგმათ საარჩევნო კამპანია”.
ადმინისტრაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ შეთანხმება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის გუშინდელ შეხვედრაზე შედგა.
მათივე განმარტებით, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, რომელიც კონტრასიგნაციისთვის პრემიერთან არის გაგზავნილი, ტექნიკური რეგულაციები 8 აგვისტოს ამოქმედდება.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
70 ნახვა