„გაზპრომმა“ ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს ხელი მოაწერა

„გაზპრომმა“ ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს ხელი მოაწერა. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ძალაში რჩება კონტრაქტის ძველი პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ბუნებრივი აირის სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული გაზის 10% დარჩება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის განცხადებით,  „გაზპრომის“ შემოთავაზება საქართველოსთვის არ იყო მომგებიანი.

„ცვლილებებია, როდესაც ნატურით ვიღებთ გაზს, მათი მოთხოვნა იყო რომ გადახდილიყო თანხა მათ მიერ. ეს არ იყო ეკონომიკურად მომგებიანი, ჩვენ ამ შემთხვევაში ვზარალობდით და ასეთი რეზერვი კარგია რომ შევინარჩუნოთ“,-განაცხდა ებანოიძემ.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
97 ნახვა