სოხუმის საგარეო უწყება: კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა ჟენევის ფორმატია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო პოლიტიკური უწყება საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმიანება პირდაპირი ქართულ-აფხაზური არაოფიციალური შეხვედრების აუცილოებლობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დარეგულირების ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული ფორმატი ჟენევის პროცესია“.

„ყველა სხვა შეხვედრა, კონფერენცია, სემინარი თუ მრგვალი მაგიდა ატარებენ მხოლოდ და მხოლოდ არაფორმალურ ხასიათს, იმართებიან სამოქალაქო სექტორის ფარგლებში და არ ახდენენ არანაირ გავლენას სახელმწიფო სტრუქტურების გადაწყვეტილებებზე“, – ნათქვამია, აფხაზური მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

 

accent.com.ge

მსგავსი სიახლეები
160 ნახვა