საბერძნეთმა თურქეთში მიგრანტების მორიგი ნაკადის დეპორტაცია განახორციელა

ევროკავშირთან შეთანხმების ფარგლებში, საბერძნეთმა თურქეთში მიგრატების მეორე ნაკადის დეპორტაცია განახორციელა. ბორტზე 45 პაკისტანელი იმყოფებოდა.

როგორც BBC იტყობინება, დღეს საბერძნეთის ხელისუფლებამ თუქეთში 140 ადამიანი ორ ნაკადად გაგზავნა.

მიგრანტების დეპორტაციამ  საპროტესტო აქციები გამოიწვია.  სამი ადამიანი კი წყალში გადახტა.  გარდა ამისა, მომიტინგეები  ადგილობრივი პორტის შესასვლელთან შეიკრიბნენ.

ორშაბათს, საბერძნეთის ხელისუფლებამ ევროკავშირთან შეთანხმების თანახმად, თურქეთში  მიგრანტების პირველი ნაკადი გაგზავნა.

იმავე დღეს გერმანიაში სირიელი ლტოლვილების პირველი ჯგუფი ჩავიდა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ქვეყანა შეთანხმების შესრულებაზე უარს იტყვის.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 16 მარტს ევროკავშირი და თურქეთი  მიგრაციის კრიზისის მოგვარების გეგმაზე შეთანხმდნენ, რაც ევროპაში არალეგალი მიგრანტების ნაკადის შემცირებას, სირიელი ლტოლვილების საბერძნეთიდან უკან თურქეთში დაბრუნებასა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებას გულისხმობს.

 

ipress.ge

მსგავსი სიახლეები
75 ნახვა