,,ახალგაზრდული ცენტრი”-ს აქცია ნაციონალური მოძრაობის ოფისთან (ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ახალგაზრდული ცენტრი” ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქცია მოაწყო.

ორგანიზაციის დამფუძნებელმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა: ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და მათ რუპორებს არ აქვთ უფლება, რომ დღეს საზოგადოებას ესაუბრონ რაიმე თემაზე, ისინი ცდილობენ სამხედრო გადატრიალება მოახდინონ რაც არ გამოუვათ, ხალხმა სისხლით მოიტანა აქამდე ჩვენი ქვეყანა და  საზოგადოება გამოუტანს მათ განაჩენს!   ნაციონალური მოძრაობა არის დამნაშავეების, მკვლელებისა და პროვოკატორების პარტია,  საზოგადოება არ დაუშვებს მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

აქციის ორგანიზატორებმა ოფისის კარზე ბანერები ააკრეს წარწერით: ,,სამართალი იზეიმებს” ,,გასამართლდეს ნაც-ბანდა”

მსგავსი სიახლეები
180 ნახვა