შალვა რამიშვილის ცოლი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მსახიობი თათია სამხარაძე (ტასო ბარნოვა) ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მასზე სექსუალური ხასიათის შევიწროებას ახორციელებდა.

ამის შესახებ მსახიობმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თათია სამხარაძე გეგმავს, რომ შალვა რამიშვილ უჩივლოს.

“მე ვადასტურებ საჯაროდ, რომ ჩემს მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროვება იმჟამინდელი უფროსის, შალვა რამიშვილის მხრიდან და ამან მიიღო სისტემური ხასიათი, რის შემდეგადაც მე იძულებული გავხდი დამეტოვებინა სამსახური და დირექციისთვის დახმარების თხოვნით მიმემართა. ვაპირებ დავიცვა ჩემი უფლებები სასამართლოს კანონის გზით და ვუჩივლო მას სასამართლოში“, – განაცხადა თათია სამხარაძემ

ამ თემაზე ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება შალვა რამიშვილის ცოლმა, ხატია ეკიზაშვილმა გაავრცელა:

“ჩემო მეგობრებო! გარწმუნებთ, თქვენზე არანაკლებ, თუ მეტად არა, ვარ დაინტერესებული ამ საქმეზე სიმართლის დადგენით.

თუ წამოყენებული ბრალდებები ვერ დაამტკიცა ბრალმდებელმა, მაშინ ცხადია, რომ ადგილი აქვს ჩემი მეუღლის ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველ, ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას.

ამ ეტაპზე, ველოდებით ტელეკომპანია “იმედი”-ს მიერ შალვას გათავისუფლების მიზეზის დასახელებას.

რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რომელთა არსებობაც ვრცელდება, ეს ჩანაწერი სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარედგინება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებსა ან სასამართლოს და მხოლოდ შემდგომ გაირკვევა შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ნიშნებს. მანამდე კი დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.” – წერს ხატია.

mpress.ge

მსგავსი სიახლეები
115 ნახვა