მეცნიერებმა დადგინეს რა ემართება სულს სიკვდილის შემდეგ

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორის რობერტო ლანცას განცხადებით, ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილი არის იზოლაცია, რომელსაც ადამიანის ცნობიერება ქმნის.
მისივე მტკიცებით, სიკვდილის შემდეგ ადამიანი პარალელურ სამყაროში გადადის.
როგორც მკვლევარი აცხადებს, ადამიანის სიცოცხლე მრავალწლიან მცენარეს ჰგავს, რომელიც ყოველთვის ბრუნდება, რათა თავიდან აყვავდეს.
მეცნიერი თვლის, რომ ყველაფერი, რასაც ვხედვათ, ჩვენი ცნობიერების წყალობით არსებობს. რობერტ ლანცი აღნიშნავს, რომ ადამიანებს სიკვდილის სჯერათ, რადგან მათ ასე ასწავლიან, ან იმიტომ, რომ სიცოცხლე შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებასთან ასოცირდება. ლანცი მიიჩნევს, რომ სიკვდილი არა სიცოცხლის აბსოლუტურ დასასრულს, არამედ პარალელურ სამყაროში გადასვლას ნიშნავს. ფიზიკაში დიდი ხანია, არსებობს თეორია სამყაროების უსასრულო რიცხვზე, ადამიანებისა და სიტუაციების სხვადასხვა ვარიაციებით. ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს, უკვე ხდება სადღაც, აქედან გამომდინარე, სიკვდილი არ შეიძლება არსებობდეს. რობერტო ლანცა არის წამყვანი სპეციალისტი ბიოცენტრიზმის სფეროში, Advanced Cell Technology–ს სამეცნიერო ხელმძღვანელი. ახლა ის 58 წლისაა და უფრო ცნობილია ღეროვანი უჯრედების კვლევებით და კლონირებით. მისი ვარაუდით, სიკვდილი არ არის ადამიანის ორგანიზმის დამამთავრებელი ეტაპი. ლანცამ განიხილა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ერთ–ერთი ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მეცნიერებს შეუძლიათ ზემოქმედება მიკრონაწილაკების მოძრაობაზე წარსულში.
ბიოცენტრიზმის მომხრეები აცხადებენ, რომ კავშირი ექსპერიმენტს და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის ცდება ჩვენ კლასიკურ წარმოდგენებს დროზე და სივრცეზე. თავის დროზე ალბერტ ეინშტეინი წერდა – “უკვდავება არ ნიშნავს უვადო არსებობას დროში, უფრო ნიშნავს არსებობას დროის გარეშე. განსხვავება წარსულს, აწმყოს და მომავალს შორის არის მხოლოდ მყარი ილუზია“. ბიოცენტრიზმის მომხრეების მტკიცებით, ადამიანებს სძინავთ აწმყოში და ირგვლივ ყველაფერი თანმიმდევრული და პროგნოზირებადია.
“ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ადამიანი არის უბრალოდ უჯრედების კომპექტი და როდესაც ჩვენი სხეულები ცვდება – ვკვდებით და ამით მთავრდება ყველაფერი, მაგრამ უამრავი სამეცნიერო ექსპერიენტი გვიმტკიცებს, რომ ჩვენი რწმენა სიკვდილის არსებობაში ეფუძნება ტყუილ ცნებას თითქის სამყარო არსებობს ჩვენს გარეშე“, – აცხადებს მეცნიერი. სხვანაირად რომ ვთქვათ, არაფერი არსებობს ჩვენი გონების გარეშე. ჩვენი გონება იყენებს ყველა რესურსს სივრცის და დროის გაერთიანებისთვის ერთ გაცნობიერებულ ნაკადში.
რობერტო ლანცას მიხედვით, გამოდის, რომ ფიზიკური ცხოვრება არის არა შემთხვევითი, არამედ წინასწარ განსაზღვრული და სიკვდილის შემდეგაც ცნობიერება ყოველთვის იქნება აწმყოში, უსუსრულო წარსულს და გაურკვეველ მომავალს შორის დაბალანსებული და წარმოადგენს დროის კიდეზე რეალობებს შორის გადაადგილებას, ახალი თავგადასავლებითა და ძველ მეგობრებთან შეხვედრით.
მსგავსი სიახლეები
12,201 ნახვა