შეიარაღებულმა პირებმა სოფელ კირბალიდან მამაკაცი გაიტაცეს

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ კირბალის განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა ადგილობრივი მცხოვრებელი, 44 წლის ეროსი თაყაძე დააკავეს.

დაკავებულის დედის განცხადებით, ეროსი თაყაძე ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა და პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და გაიტაცეს.

დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ეროსი თაყაძე ადრეც იმყოფებოდა ცხინვალის მილიცის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იგივე ბრალდებით, მაშინ 10-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ცოტა ხნის წინ დაკავებულის ოჯახში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ყველა სახელმწიფო უწყება ჩაყენებულია საქმის კურსში მომხდართან დაკავშირებით, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზიც და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რომ დაკავებულის გათავისუფლება უმოკლეს დროში მოხერხდეს.

ონიაშვილიც ადასტურებს, რომ ეროსი თაყაძე დაკავებისას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
312 ნახვა