9 აპრილს ქართული მილიცია საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა ადამიანების გადასარჩენად

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი 1989 წლის 9 აპირილის ღამეს ქართული მილიციის ქმედებას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინდელი მილიცია საკუთარი სიცოცხლის ფასად ასეულობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა.

“შეუძლებელია არ გავიხსენო ქართული მილიციის თავდადება, რომელიც საკუთარ სიცოხლეს წირავდა, იმისთვის რომ ვიღაცის სიცოცხლე გადაერჩინა, ვიღაცა გამოეგლიჯათ გამხეცებული სპეცრაზმელებისთვის, ათეულობით და ასეულობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს”,-განაცხადა სუბარმა.

 

ipress.ge

მსგავსი სიახლეები
64 ნახვა