თურქეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ ჰანიში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 სამხედრო დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილი, რომელში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული, პოლიციის ბაზას დაეჯახა.

აფეთქების შედეგად პოლიციის შენობა დაზიანდა. დაზიანდა ასევე ახლოსმდებარე შენობებიც. ჯერ უცნობია, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა.

ქალაქი ჰანი დიარბაკირის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
92 ნახვა