HP-მ მსოფლიოში ყველაზე თხელი ლეპტოპი გამოუშვა (+ ფოტოები)

HP-მ ახალი ლეპტოპი, სახელწოდებით Spectre გამოუშვა. Spectre-ს „მსოფლიოში ყველაზე თხელი ლეპტოპის“ წოდება უკვე მიენიჭა.

მისი სისქე სულ რაღაც 10.4 მილიმეტრია და დაახლოებით ერთ კილოგრამს იწონის. აღსანიშნავია, რომ Spectre-ის სიმძიმე ახალი MacBook-სა და Lenovo Yoga 900S-ზე ოდნავ მეტია, თუმცა სისქის თვალსაზრისით მას კონკურენტი არ გააჩნია. HP Spectre იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვისთვისაც კომპიუტერის სიმძლავრე მნიშვნელოვანია: Spectre-ს Intel Core i7 პროცესორი და 8 GB ოპერატიული მეხსიერება აქვს, მისი ელემენტი კი 10 საათის განმავლობაში დატენვის გარეშე მუშაობს.

Spectre მუსიკის მოყვარულებსაც გამოადგებათ, ვინაიდან მასში Bang & Olufsen-ის აუდიოსისტემაა დამონტაჟებული, რაც ხმას ძლიერსა და უფრო ჟღერადს ხდის. HP თავის ახალ მოდელს დიდ შეფასებას აძლევს. „ის ნამდვილი ხელოვანის ქმნილებაა,“ – აღნიშნულია Spectre-ის პრომო ვიდეოში.

ახალი მოდელის შეძენა მსურველს $1,170 დაუჯდება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს HP-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კომპანიის მიერ წარმოებული ლეპტოპების გაყიდვა 11%-ით იყო შემცირებული. მოთხოვნის კლებაზე დიდი გავლენა სმარტფონებისა და ტაბლეტების მაღალმა დონემ იქონია. თუმცა HP იმედოვნებს, რომ Spectre სიტუაციას დადებითად შეცვლის. HP Spectre-ის შეძენის მსურველებს მისი შეკვეთა 25 აპრილიდან შეეძლებათ.

hp-spectre-1-800x449

HP-Spectre-13.3_Rear-profile-showing-thinness-1024x575

Spectre_Saf_IrresistibleCarous1

hp-spectre-759-c

 

commersant.ge

მსგავსი სიახლეები
581 ნახვა