რუსეთის დუმამ მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის 2015 წელს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რატიფიცირების შედეგად შესაძლებელი იქნება საზღვრის საერთაშორისო ფორმალიზება და მისი დემარკაციის დაწყება. სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ კი აღნიშნა, რომ შეიქმნება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ერთობლივი კომისია, რომელიც დემარკაციის საკითხზე იმუშავებს.

ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებასრუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა 2015 წლის 18 თებერვალს მოაწერეს ხელი.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
209 ნახვა