არჩილ გამზარდია: წამების კადრები წარსული არაა, ეს არის საშიში მომავლის პერსპექტივა…

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზრდია ადამიანების წამების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

გამზარდიას თქმით, წამება, რომელიც ადამიანებზე ხორციელდებოდა და რაც ვიდეოებშია ასახული,  წარსული არ არის. ეს არის იმ მომავლის პერსპექტივა, რომელიც შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებამ მოიტანოს.

„არცერთი კადრი არ მინახავს, რაც ვრცელდება, ერთხელ ვცადე და 15 წამზე მეტი ვერგავუძელი. მაგრამერთი რამ ფაქტია, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერეთ რასთანგვქონდა საქმე და რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

ეს კადრები წარსული არაა...  ეს არის პოტენციური 2017, 2018 და .. წლები. ის, ვინც ხელსუწყობს ყოფილ ხელისუფლებას ან მათ ამართლებს, ნიშნავს, რომ ხელს აწერს სხვაადამიანების წამებას მომავალში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებწამების კადრები წარსული არაა, ის არის საშიში მომავლისპერსპექტივა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისათვის.“- აღნიშნავს გამზარდია.

წყარო

მსგავსი სიახლეები
160 ნახვა