ქობულეთში მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ და ლინჩის წესით მის გასამართლებას ითხოვენ

ქობულეთის ერთ-ერთ უბანში 200-მდე ადამიანი 65 წლამდე მამაკაცს პედოფილაში ადანაშაულებს და ლინჩის წესით მის გასამართლებას ითხოვს. ადგილობრივები ქუჩაში არიან გამოსული და “იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს სადმე იპოვნიან, ჩაქოლავენ”. ქობულეთლები ამბობენ, რომ აფთიაქის მფლობელი მამაკაცი მეზობლის 11 წლის გოგონას “კამფეტების შეთავაზებით მანქანაში ეპატიჟებოდა”. მეზობლების ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცი წარსულში გაუპატიურებისთვისაა ნასამართლევი.

ბავშვის დედამ პოლიციას დღეს მიმართა და ახლა დაკითხვაზეც იმყოფებოდა. ბავშვს მამა არ ჰყავს. გოგონა ამჟამად ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშაა. სავარაუდო ეჭვმიტანილის აფთიაქსა და საცხოვრებელ სახლს პოლიცია იცავს. ადგილზე იმყოფება ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძეც.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ცნობით, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება.
მსგავსი სიახლეები
122 ნახვა