გერმანიის კონსტიტუციის დაცვის უწყების ხელმძღვანელი – „ისლამური სახელმწიფო“ გერმანიაში ტერაქტებს გეგმავს

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტულმა საფრთხემ ახალი განზომილება შეიძინა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კონსიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა ჰანს-გეორგ მაასენმა განაცხადა.

მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ გერმანიაში ტერაქტებს გეგმავს. მაასენის ინფორმაციითვე, მისი უწყება გერმანიაში არსებულ 90-ვე მეჩეთზე თვალყურის მიდევნებას გეგმავს. „ჩვენ გვაშფოთებს, რომ გერმანიაში არის მრავალი ისლამური რელიგიური თემი მეჩეთებში, რომლებსაც თვალ-ყური უნდა ვადევნოთ“, – განაცხადა მან.

მაასენის ინფორმაციით, ამ მეჩეთების უმეტესობა არაოფიციალურია, სადაც არიან თვითმარქვია იმამები, რომლებიც გარშემო იკრებენ მომხრეებს და მათ ჯიჰადისკენ მოუწოდებენ.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
158 ნახვა