ლალი მოროშკინა: კოლომოისკის არხს ,,ციხის კადრები” მე გადავეცი.

ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ უკრაინულ ინტერნეტგამოცემას “კასრის ვიდეოები” მან მიაწოდა.

“მე ვარ იმ ციხის კადრების ავტორი, რომელიც კალამოისკის არხზე “ერთი პლუს ერთზე” გავიდა. მე მათ ეს კადრები პირადად გადავეცი. ეს იყო ჩვენი სამწუხარო ისტორია. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე ხურავდა საპყრობილეებს, სადაც პატიმრების ყოფნა წამების ტოლფასი იყო. ჩემი სურვილი იყო, რამდენიმე საკანი დაგვეტოვებინა, როგორც შოუ რუმი, ისევე, როგორც ევროპელებმა დატოვეს საკონცენტრაციო ბანაკები იმის საჩვენებლად, თუ როგორი კოშმარი იყო ფაშიზმი. ამას ხელი კოჰაბიტაციამ შეუშალა”.- განაცხადა ლალი მოროშკინამ.

უკრაინული მედია მამაკაცის გაუპატიურების ახალ ვიდეოკადრებს ავრცელებს. მასალაში ჩანს ნიღბიანი პირი, რომელიც წებოვანი ლენტით დაბმულ  მამაკაცს აუპატიურებს.

ვიდეო სავარაუდოდ ე.წ კასრების კადრებიდან არის.

წყარო

 

მსგავსი სიახლეები
337 ნახვა