კლაუდია კარდინალეს პოსტერი ფემინისტებმა გააკრიტიკეს

კლაუდია კარდინალეს, კანის 70-ე კინოფესტივალისთვის შექმნილი საკუთარი პოსტერი მოეწონა, მაგრამ ფემინისტებმა მას „სიგამხდრის დიქტატურის“ იარლიყი მიაკერეს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს.

„რეალიზმი აქ არაფერ შუაშია. მე თვითონ ფემინისტი ვარ, მაგრამ არაფერია ამ სურათში ქალის სხეულის დამაკნინებელი. გაცილებით მნიშვნელოვანი საკამათო თემებია დღეს მსოფლიოში“,- განაცხადა კარდინალემ.

აჟიოტაჟი გაზეთ Le Monde-ს მიერ დაბეჭდილ სტატიას მოჰყვა, სადაც რედაქტორებმა 1959 წლის კლაუდიას ფოტო გამოაქვეყნეს, კანის ფესტივალის პოსტერის ვერსიაში კი მას ფოტოშოპით შევიწროებული წელი ჰქონდა.

კანის 70-ე კინოფესტივალი 2017 წლის 17-28 მაისს გაიმართება. ჟიურის თავმჯდომარე პედრო ალმოდოვარია.

მსგავსი სიახლეები
115 ნახვა