ამერიკელი არქიტექტორები ასტეროიდზე ცათამბჯენს ააშენებენ

ნიუ-იორკის არქიტექტურულმა კომპანია Clouds Architecture Office-მა ცათამბჯენის მოდელი წარადგინა, რომელიც დედამიწის ირგვლივ მბრუნავ ასტეროიდზე დამაგრდება. “ანალემას კოშკზე” (Analemma Tower) ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდი აქვეყნებს.

შენობას ასტეროიდის კაბელებზე დაჰკიდებენ, რომელსაც გეოსინქრონულ ორბიტაზე (დედამიწის ღერძთან ერთად მოძრავი ორბიტა) განათავსებენ. “ანალემას კოშკი” პლანეტის ზედაპირს არ შეეხება. აღნიშნულია, რომ ასტეროიდი ე.წ. “რვიანს”  ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ირგვლივ შემოწერს. ერთი ბრუნვის ციკლი 24 საათია.

ცათამბჯენის გაშენებას არქიტექტორები დუბაის ცაზე აპირებენ, შემდეგ კი აშშ-ში გადაიტანენ.

შენობის ქვედა ნაწილში ოფისებს განალაგებენ, ხოლო მაღალ სართულებზე საცხოვრებელ ბინებს. სიმაღლეზე მცხოვრებლებისთვის, დღის სინათლის შუქი, 40 წუთით მეტხანს შენარჩუნდება.

ანალემა – მრუდე ხაზი ან დიაგრამაა, რომელიც აერთიანებს პლანეტარული სისტემის (ამ შემთხვევაში – მზის) თანმიმდევრობითი ადგილმდებარეობის რიგს, ერთ-ერთი პლანეტის ცის კამარაზე, წელიწადის ერთსა და იმავე დროს.

მსგავსი სიახლეები
156 ნახვა