სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინცინდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე საზღვარს რამდენიმე საათში გადმოკვეთს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, სოფიო გუჯაბიძის ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინცინდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე საზღვარს რამდენიმე საათში გადმოკვეთს.

სოფიო გუჯაბიძემ დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

არაოფიციალური ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აღნიშნული მოქალაქეების ახლობლები ავრცელებენ. მათი მტკიცებით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, დაშავებულები თურქეთის მხარეს იმყოფებიან და არ იციან, ისინი რა მდგომარეობაში არიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ თურქ პოლიციელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
331 ნახვა