ეროვნული მუსიკალური ცენტრის საგაზაფხულო სიმფონიური სეზონი მევიოლინე კატია ცუკანოვასა და პიანისტ მიხაილ შილიაევს უმასპინძლებს

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, 12 აპრილს, ეროვნული მუსიკალური ცენტრის საგაზაფხულო სიმფონიური სეზონი მევიოლინე კატია ცუკანოვასა და პიანისტ მიხაილ შილიაევს უმასპინძლებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კონცერტის ორგანიზატორებმა აცნობეს, შესრულდება, ბოროდინი – ყივჩაღთა ცეკვები ოპერიდან „თავადი იგორი“, მოცარტი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის N3, I ნაწილი, სარასატე – ინტროდუქცია და ტარანტელა ვიოლინოსა და სიმებისათვის, სიბელიუსი – სენტიმენტალური ვალსი, მოცარტი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N23.

კონცერტზე ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს, ვიოლინო კატია ცუკანოვა, ხოლო ფორტეპიანო მიხაილ შილიაევი იქნება.

პროექტის გენერალური პარტნიორია ხელოვანთა კავშირი Conceptart. კონცერტის მხარდამჭერი კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და კომპანია ბადაგონი.

საინფორმაციო მხარდამჭერები, რადიო-ჰოლდინგი ”ფორტუნა”, ”მედია პალიტრა”, საინფორმაციო ცენტრი 118 08. მსურველებს ბილეთების შეძენა www.biletebi.ge-ზე შეუძლიათ.

წყარო

მსგავსი სიახლეები
67 ნახვა