სამტრედიაში 79 დევნილი ოჯახისთვის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე მდებარე შენობას, სადაც 79 დევნილი ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაუტარებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე სამტრედიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

”აღნიშნული შენობა 79 დევნილ ოჯახს 2013 წლის დასაწყისში გადაეცა. სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების ხარვეზებით შესრულების გამო შენობა დაზიანდა და დღის წესრიგში მისი ხელახალი რეაბილიტაციის საკითხი დადგა. სამინისტრომ უკვე გამოაცხადა ტენდერი სახელმწიფო შესყიდვაზე, რომლის ღირებულება 2 292 748 ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის პერიოდში, სამინისტრო დევნილ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფს”, – აცხადებენ სამინისტროში.

წყარო

მსგავსი სიახლეები
80 ნახვა