”ბანკი ქართუ” ნუგზარ წიკლაურსა და გიორგი ონიანს სასამართლოში უჩივის და 30 000-ლარიან კომპენსაციას ითხოვს

”ბანკი ქართუ” ”ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ნუგზარ წიკლაურსა და გიორგი ონიანს სასამართლოში უჩივის და 30 000 ლარიან კომპენსაციას ითხოვს.

როგორც ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, ბანკმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. ”ბანკი ქართუ” გაცნობებთ, რომ სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. 
6 აპრილს, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ნ. წიკლაურმა გ. ონიანმა ცილისმწამებლური განცხადებებით სცადეს ბანკის რეპუტაციის შელახვა.

“ბანკი ქართუ” მოითხოვს 10 000 ლარიან კომპენსაციას, ამ ორი ცილისმწამებლისგან, ასევე პარტიისგან, რომელსაც ეს სუბიექტები წარმოადგენენ. საერთო ჯამში, 30 000 ლარს. 
ამ თანხას “ბანკი ქართუ” გადაურიცხავს “სოლიდარობის ფონდს”, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
„ნაციონალურმა მოძრაობამ” კომპანია “ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე“ და “ქართუ ბანკი” თაღლითობაში დაადანაშაულა. როგორც პარტიის წევრებმა გოგა ონიანმა და ნუგზარ წიკლაურმა განაცხადეს, კომპანიამ “ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე“ 10 წლის წინ 50-მდე მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, რომლის მიხედვითაც, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ ავტომობილები მძღოლებს დარჩებოდათ.

გოგა ონიანის განცხადებით, 2011 წელს კომპანიამ “ქართუ ბანკიდან” 6 მილიონიანი სესხი აიღო, რისი უზრუნველყოფაც აღნიშნული მანქანებით მოხდა. გოგა ონიანის განცხადებით, მძღოლებმა თანხის უდიდესი ნაწილი დაფარეს, თუმცა კომპანიამ ბანკს სესხი ვერ გადაუხადა და ამიტომაც, “ქართუ ბანკი” მძღოლებს მანქანებს ართმევს.

წყარო

მსგავსი სიახლეები
89 ნახვა