სინოპტიკოსები 9-10 აპრილს საქართველოში ჰაერის მკვეთრ დაცემას, მაღალმთაში თოვლს, ზოგან წვიმას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილს დღის ბოლოდან და 9-10 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა.
”საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია შტორმი”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

წყარო

მსგავსი სიახლეები
156 ნახვა