დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები.

მოქალაქეებმა მიიღეს თერაპევტის, კარდიოლოგის, ნერვოლოგის, პედიატრის, ბავშვთა ნერვოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, ოტოლარინგოლოგის, დერმატოლოგის, უროლოგის, ორთოპედ-ტრამვატოლოგისა და მამოლოგის მომსახურება. აგრეთვე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი უფასოდ დაურიგდათ.

გამოკვლევებს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.

წყარო

მსგავსი სიახლეები
23 ნახვა