არ მოიპარო! – გამიხარდება, ფრანკფურტში ჩასულს მაღაზიის მინაზე ქართულად რომ არ ეწერება… რომა რცხილაძე

„ვიზალიბერალიზაცია იწყება შენი სადარბაზოდან, შენი ეზოდან, სიგარეტის ნამწვს აივნიდან რომ არ გადააგდებ, მანქანიდან რომ არ გადააფურთხებ და თავმოყვარეობას დაიბრუნებ.. სირცხვილია, დღეს ამაზე ვილაპარაკოთ”, – ამის შესახებ მუსიკოსმა რომა რცხილაძემ „ვერსიასთან“ საუბრისას აღნიშნა.

„დღევანდელი ქართველები ევროპაში, ვფიქრობ, ცოტა ნაადრევია იმიტომ, რომ ჯერ უნდა ისწავლონ, რომ არსებობს წყალი, საპონი, შამპუნი.. ხშირად უნდა დაიბანონ, რათა საკუთარი არომატი, თუ თავად არ აწუხებთ, სხვისთვისაც არ იყოს შემაწუხებელი. ვიზალიბერალიზაცია ცოტა მატრაკვეცული თემაა. გულწრფელად ვულოცავ ჩემ ხალხს და მიხარია, მაგრამ უფრო გამიხარდება, ფრანკფურტში ჩასულს მაღაზიის მინაზე ქართულად რომ არ ეწერება – არ მოიპარო!”, – აცხადებს რცხილაძე.

წყარო

მსგავსი სიახლეები
32 ნახვა