21 აპრილს „KVARTALI“ ლეგენდარულ არტისტებს უმასპინძლებს

21 აპრილს, 21:00 საათზე, იპოდრომზე „KVARTALI“ ლეგენდარულ არტისტებს უმასპინძლებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს.

„KVARTALI“-ს მიერ წარმოდგენილი პირველი მუსიკოსი იქნება ფრანგი არტისტი Rodriguez Jr, რომელიც ელექტრონული მუსიკის სფეროში განსხვავებული ხედვებით გამოირჩევა და ღიად აცხადებს, რომ მისი შემოქმედება ტექნო მუსიკის დაფარვის არეალის გაზრდას ემსახურება. Rodriguez Jr “mobilee records”-ს ახალი თაობის ვარსკვლავებს შორის დგას და მსმენელისთვის ცნობილია ისეთი სინგლებით, როგორიცაა Mistral (Remixes) Chrysalism Persistence Of Vision და სხვა.

მეორე არტისტი, რომელიც 21 აპრილს იპოდრომზე თქვენთვის დაუკრავს გახლავთ Matador, ირლანდიელი მუსიკოსი, რომელიც განთქმულია თავისი რემიქსებით და რომელმაც მსოფლიო დონის პოპულარობა ტექნო არტისტის კარიერის დაწყებიდან 3 წელიწადში მოიპოვა. Matador ცნობილია ისეთი კომპოზიციებიც, როგორიცაა Domino, Velvet Revolver, The Vicar და სხვა.

მესამე მუსიკოსია Paco Osuna. 2006 წელს მან ჩამოაყალიბა თავისი მუსიკალური პლატფორმა “mindshake”. 2006 წელსვე დაარსა ბარსელონაში club4, რომელიც ცნობილი გახდა დიზაინით და მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებით. საკუთარი სტუდიური შემოქმედებით Paco ნელ-ნელა განვითარდა და დროთა განმავლობაში მან შეიმუშავა საკუთარი მუსიკალური მარკა. მისი ტექნო საუნდი მოიცავს ღრმა, ბნელ და წარმოსახვით ბგერებს. 2014 წელს მან გამოუშვა ალბომი “Minus”, რომელშიც შეხვდებით მისთვის დამახასიათებელ განუმეორებელი სტილის მუსიკას. ასევე მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო ესპანეთში: საუკეთესო არტისტი, საუკეთესო ტექნო DJ და წლის საუკეთესო DJ.

მსოფლიოში სახელგანთქმული არტისტების გამოსვლამდე მსემენლის წინაშე წარსდგება ქართველი DJ გიო შენგელია.

ონლაინ ბილეთები: https://eventer.ge/event/KVARTALI-342-eng“, – აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.

წყარო

მსგავსი სიახლეები
30 ნახვა