”თიბისი ბანკი” სოციალური ქსელის აქტიურ მომხმარებლებს ექსპერიმენტს სთავაზობს

”თიბისი ბანკი” სოციალური ქსელის აქტიურ მომხმარებლებს ექსპერიმენტს სთავაზობს. როგორც ბანკის პრესსამსახურში განმარტავენ, პლატფორმის დახმარებით შესაძლებელია მომხმარებელმა გაიგოს, თუ რამდენი პროცენტით წერს ქართულად.

”თუ თქვენ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხართ და ხშირად წერთ სტატუსებს და კომენტარებს, ვებგვერდი www.geocheck.ge საინტერესო ექსპერიმენტს გთავაზობთ. პლატფორმის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ, Facebook-ზე რამდენი პროცენტით წერთ ქართულად. ამისთვის საჭიროა, შეხვიდეთ ვებგვერდზე, გადმოიტანოთ მომხმარებლის ლინკი და პროგრამა თავად დაითვლის, თქვენი აქტივობების რამდენი პროცენტი ხორციელდება მშობლიურ ენაზე და რამდენი ლათინური ანბანით.

სიახლე პროექტის #წერექართულად ფარგლებში დაინერგა და დღეიდან ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. Geocheck.ge-ით სარგებლობა სოციალური ქსელში აქტიურ კომპანიებსაც შეუძლიათ.

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, ასევე Facebook-ის მომხმარებლებში ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სულ მალე თქვენ შეგეძლებათ, პროფილის ფოტოზე ფონად თქვენი სახელის პირველი ასო გამოიყენოთ.

ახალი ინციატივებით #წერექართულად 14 აპრილს, დედაენის დღეს აღნიშნავს. პროექტის მიზანი სოციალურ ქსელებში და ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიებში ქართული ენის გამოყენების წახალისებაა.

პროექტის #წერექართულად ფარგლებში უკვე განხორციელდა არაერთი საინტერესო ინიციატივა, მაგალითად, ჩატარდა ახალი ქართული შრიფტების კონკურსი „ქართული ა“, გაიმართა ფონტების ინჟინერიის კურსები, გაციფრულდა ლექსიკონები, შეიქმნა მაიკროსოფტის სათარგმნი პრატფორმა. ყველა პროექტი უნიკალურია და თავის მხრივ, მიზნად ისახავს ქართული ენის პოპულარიზაციას, მის დაცვას ბარბარიზმებისგან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებას”, – განმარტავენ ბანკის პრესსამსახურში.

წყარო

მსგავსი სიახლეები
22 ნახვა