ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მთავარ პროკურატურაში მივიდა. ნიკა გვარამიას გუშინ მპრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაკითხავენ.

ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატთან ლევან ვეფხვაძესთან ერთად იმყოფება. საია-მ უსთავი2-ის ხელმძღვანელს იურიდიული დახმარება თავად შეთავაზა.

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პოლიტიკური პარტიებთან, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე ისაუბრა. რაც თანამდებობის დატოვებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ოჯახის მიმართ შესაძლო ზეწოლას და პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებას გულისხმობდა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
169 ნახვა