მიხეილ გიორგაძე განმარტავს, სხვა თეატრების ბიუჯეტის შემცირების ფონზე, რატომ გაიზარდა ოპერისა და ბალეტის თეატრის დაფინანსება

კულტურის მინისტრი განმარტავს, სხვა თეატრების ბიუჯეტის შემცირების ფონზე, რატომ გაიზარდა ოპერისა და ბალეტის თეატრის დაფინანსება.

მიხეილ გიორგაძის თქმით, ოპერისა და ბალეტის დაფინანსება 4 მილიონი ლარით იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე გაიზარდა, რომელიც სახელმწიფომ წელს განსაზღვრა.

„თქვენ იცით, რომ 6 წლის განმავლობაში ოპერის თეატრში რეაბილიტაცია მიმდინარეობდა და პრაქტიკულად, მხოლოდ საბალეტო ნაწილი მუშაობდა. ბალეტის მხარეს პროგრამული დაფინანსება ამ წლების განმავლობაში გარანტირებული ჰქონდა, ოპერის მხარეს კი ასეთი პროგრამული დაფინანსება საერთოდ არ ჰქონია. მე არ მგონია, რომ ბევრი მტკიცება დამჭირდეს და არ დამეთანხმოთ, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი მაინც კიდევ გამორჩეული და განსაკუთრებული კულტურული ინსტიტუციაა და სხვა თეატრებთან შედარებით მას ბევრად მეტი პროგრამული ბიუჯეტი სჭირდება. როდესაც ოპერა გაიხსნა, მივიღეთ აბსოლუტურად კომიკური სიტუაცია, როდესაც ოპერა გახსნილია და არანაირი პროგრამული ბიუჯეტი არ არსებობს იმისთვის, რომ მან თავისი ძირითადი საქმიანობა განახორციელოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ და ვფიქრობ, უკვე ნახა ჩვენმა საზოგადოებამ, რამდენად ხარისხნიანად და კარგი გაგებით ხმაურიანად „დაიქოქა“ ოპერა, როგორი პრემიერები განხორციელდა“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, წლის ბოლომდე მსოფლიო დონის კიდევ რამდენიმე სპექტაკლი გველოდება, მათ შორის, საბავშვო მიმართულებით.

წყარო

მსგავსი სიახლეები
27 ნახვა