პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ოჯახთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღავლინა. საზეიმო ღვთისმსახურებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას და მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

მსგავსი სიახლეები
39 ნახვა