აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს. საზეიმო ლიტურგია ქართული ქვედანაყოფების კაპელანებმა, მამა დავითმა და მამა ზაზამ აღავლინეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააღდგომო ღვთისმსახურებას II ქვეითი ბრიგადის 23-ე და III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონების პირად შემადგენლობასთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ეროვნების მარლთმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.
სააღდგომო მზადება ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა კაპელანებთან ერთად წითელ პარასკევს დაიწყეს. მათ კვერცხები წითლად შეღებეს და საქართველოდან ჩატანილი ნაძვის და ბზის ნერგები წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს ტერიტორიაზე დარგეს.

მსგავსი სიახლეები
58 ნახვა