რუსეთში მშიერმა ქურდმა შაურმა იარაღის მუქარით შეუკვეთა

სანქტ-პეტერბურგში, მშიერი ქურდი საშაურმეში შეიჭრა და სამი პორცია შაურმა იარაღის მუქარით შეუკვეთა. ინფორმაციას fontanka.ru ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაწესებულების მფლობელმა პოლიციას მიმართა. ჩვენებაში, მფლობელი ამბობს, რომ 14 აპრილის საღამოს, დაწესებულებაში ადამიანი შეიჭრა, რომელიც იარაღით დაემუქრა შაურმის გამკეთებელს და სამი პორციის გაკეთება მოსთხოვა. შეკვეთის მიღების შემდეგ, ქურდი ადგილიდან მიიმალა.

დაწესებულების მენეჯერის თქმით, ზარალი 510 რუბლია.

მსგავსი სიახლეები
67 ნახვა