ვნუკოვოს აეროპორტში თბილისი-მოსკოვის რეისი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა

“საქართველოს ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავი – “Boeing-737”, რომელიც თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, ვნუკოვოს აეროპორტში დაჯდომისას, ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, ეკიპაჟმა ლაინერი ვერ დაიმორჩილა. ბორტზე 106 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ყველა მგზავრი უკვე ევაკუირებულია.

მიუხედავად ამ ინციდენტისა, ვნუკოვოს აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მსგავსი სიახლეები
281 ნახვა