საწვავი რამდენიმე თეთრით გაიაფდა

ნავთობკომპანიების უმრავლესობამ ბენზინსა და დიზელზე ფასები შეამცირა.

5 თეთრით გაიაფდა საწვავი “ლუკოილში”. ევრო სუპერის ახალი ფასია – 2.29 ლარი, პრემიუმ ავანგარდის – 2.19 ლარი, ევრო რეგულარისა და ევრო დიზელის – 1.99 ლარი.

“სოკარში” ფასები 5 თეთრითაა შემცირებული. ნანო სუპერის ფასი – 2.39 ლარი, ნანო პრემიუმის – 2.26 ლარი, ნანო ევრო რეგულარის – 2.06 ლარი, ნანო ევრო დიზელის – 2.17 ლარი, ნანო დიზელის – 1.99 ლარი.

“ვისოლის” ქსელში სავწვის ფასი 3 თეთრით შემცირდა. ეკო სუპერის ახალი ფასია – 2.41 ლარი, ეკო პრემიუმის – 2.28 ლარი, ევრო რეგულარის – 2.10 ლარი, ეკო დიზელის – 2.22 ლარი, ევრო დიზელის – 2.12 ლარი, დიზელ ენერჯის – 2.04 ლარი.

“გალფის” ქსელში ფასის ცვლილებამ 2 თეთრი შეადგინა. G-Force პრემიუმის ახალი ფასია – 2.27 ლარი, G-Force ევრო რეგულარის – 2.17 ლარი, ევრო რეგულარის – 2.07 ლარი, ევრო დიზელის – 2.05 ლარი. G-Force ევრო დიზელის ფასი არ შეცვლილა და 2.25 ლარია.

მსგავსი სიახლეები
74 ნახვა