თამარ ჩერგოლეიშვილი: გვაქვს გეგმა, რომ ხელისუფლებაზე წნეხი არ შემცირდეს

,,ტაბულას” გენერალური დირექტორი თამარჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ, არსებობსგეგმა, რომლითაც ხელისუფლებაზე წნეხი არ შემცირდება. მან ხაზი გაუსვა, რომ არსებობს მეორე ტელევიზიაც – ტაბულა.

,,პრემიერის განცხადებამ ყველაფერი უფრო გახადა ცალსახა და შავ-თეთრი. ერთ მხარეს დგას თავისუფლება, ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისთვის, კეთილდღეობისთვის იბრძვიან ამ ქვეყანაში. მეორე მხარეს დგას ახირებული ოლიგარქი, რომელსაც 3 წელიწადში უარი უთხრა მოსახლეობამ, რომელმაც ის აირჩია. დღეს იგი ძალაუფლებას ეპოტინება იმისთვის, რომ გამდიდრდეს ქართველი ხალხის გაღარიბების ხარჯზე და ქვეყანა აქციოს კერძო ბიზნესად ყველაფრის ფასად. მათ შორის, სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების ფასად. დღეს, ჩვენ ეს ვნახეთ, პრემიერმა დაადასტურა, რომ პირადად ის არის ჩართული იმ სამოქალაქო დაპირისპირების წინა შემთხვევებში. ფაქტობრივად, ეს არის დასაწყისი, რასაც ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების ოპონენტების მიმართ. როგორც არ უნდა დამთავრდეს რუსთავი 2-ის საკითხი, ჩვენ, ტაბულა, იცით ალბათ, რომ მეორე ტელევიზიაც არსებობს, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ რუსთავი 2-ის მიერ ხელისუფლებაზე წნეხი არ შემცირდეს და ამისთვის გეგმაც გვაქვს”,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
306 ნახვა