2017 წელს კახეთში 3 ახალი სასტუმრო გაიხსნება

თელავში წლის განმავლობაში ორი სასტუმროს რეაბილიტაცია და ერთის აშენება იგეგმება. განახლდება თელავის “ინსტურისტი” და ისტორიული სასტუმრო “კახეთი”, თელავის ტეროტორიაზე აშენდება ასევე ახალი სატუმრო. ინფორმაციას კახეთის გუბერნატორზე დაყრდნობით, სააგენტო bm.ge ავრცელებს.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, 2016 წელს კახეთის რეგიონს მილიონი ვიზიტორი ეწვია, ამიტომ მთავრობა ამ რეგიონის ტურისტული განვითარებისთვის ცალკე კონცეფციაზე მუშაობს.

“თელავის “ინტურისტზე”… კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებულია, ინვესტორს შესაბამისი რესურსი გააჩნია და ამ სასტუმროს ოპერატორი კომპანია Golden Tulip-ი იქნება. თელავში არსებული მეორე ისტორიული სასტუმროს ’’კახეთი“ რეაბილიტაციაც დაიწყება, აქაც ყველა პროცედურა გავლილია და სამშენებლო სამუშაოებზე გადადიან. იქვე მესამე ახალი სასტუმრო შენდება”, – აცხადებს ქადაგიშვილი.

მსგავსი სიახლეები
95 ნახვა