“ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები” ევროპის მიმართულებით ფრენებს გეგმავს

“ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების” წარმომადგენლებმა სასტუმრო HUALING HOTELS & PREFERENCE-ში საქართველოს ბაზარზე დღემდე არსებული წარმატებები შეაჯამეს და “ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების” უპირატესობებზე ისაუბრეს.

“ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების” სინძიანის პროვინციის მარკეტინგის მენეჯერ ჭანგ ძუნის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა თბილისიდან ევროპის მიმართულებით (ლონდონი, პარიზი, ბუდაპეშტი) ფრენები დაინიშნოს.

მისი თქმით, სამოქალაქო ავიაციაში მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. “ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების” სინძიანის პროვინციის მარკეტინგის მენეჯერის შეფასებით, ეს იქნება ახალი ნაბიჯი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობისთვის. მან აღნიშნა, რომ კომპანია უკვე 6 წელია, საქართველოს ბაზარზეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის.

“ჩინეთის ავიახაზებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან აბრეშუმის გზა გადის საქართველოზე. ვუსურვებ კომპანიას წარმატებას და ვიმედოვნებ, უფრო მეტი ადამიანი წავა ჩინეთში საქართველოდან და ასევე საქართველოში ჩამოვა უფრო მეტი ადამიანი ჩინეთიდან“, – განაცხადა ვან ძინგმა.

ჩინეთის ავიახაზების წარმატებაზე ისაუბრა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამაც. მისი თქმით, “ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები” ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიაა მსოფლიოში და რაც მთავარია მგზავრებისთვის უსაფრთხო. “ავიაკომპანია საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს დიდი წარმატებით.

დღესდღეობით, მათი წილი საქართველოს ბაზარზე 1%-ია და ტენდენცია ზრდისკენ მიმდინარეობს. კომპანია არის უსაფრთხო მგზავრებისთვის. ამას ხელს უწყობს როგორც კომპანიის მუშაობა, ისე ხელისუფლებაც. მივესალმებით ამ კომპანიის მიამრთულებებში ახალი ქალაქების შემატებას, რასაც ხელს შევუწყობთ”, – განაცხადა გურამ ჯალაღონიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის ავიახაზების სათაო ოფისის, საქართველოში ჩინეთის საელჩოს, სამოქალაქო ავიაციის, “ტავ ჯორჯიას”, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, სხვადასხვა ჩინური კომპანიების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
44 ნახვა