დიღომში სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

დიღმის მასივში, რესტორან „ფაეტონთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი.

„ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ დაშავებულია 3 ადამიანი, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაგვყავს“, – აღნიშნეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ბელიაშვილის ქუჩაზე საცობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

მსგავსი სიახლეები
52 ნახვა