თბილისში მტკვარს დიდი ოდენობით ნაგავი მოაქვს

თბილისში მტკვარი დაბინძურებულია. მდინარეს დიდი ოდენობით ნაგავი, მათ შორის პლასტმასის ბოთლები, ხის ტოტები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოაქვს. ასევე მძაფრი სუნია მდინარის ნაპირთან.

მტკვრის დაბინძურება განსაკუთრებით შეინიშნება ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტეხის ხიდთან.

ამასთან, თურქეთში წყალსაცავის დაცლის გამო მტკვრის დონე მომატებულია. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მდინარე მტკვარზე სათევზაოდ არ ჩავიდნენ.

მსგავსი სიახლეები
36 ნახვა