დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი გააფრთხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი „ტვიტერის“ პირად გვერდზე გააფრთხილა.
„ჯეიმს კომიმ სჯობს იმედი იქონიოს, რომ ჩვენი საუბრების ჩანაწერები არ არსებობს, ვიდრე მედიაში მათ გაავრცელებს“, – დაწერა „ტვიტერის“ პირად გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა.

10 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს შეატყობინა, რომ მან აშშ-ის იუსტიციის მინისტრისგან და მისი პირველი მოადგილისგან ერთნაირი რეკომენდაცია მიიღო – ჯეიმს კომი თანამდებობიდან გასათავისუფლებელია.

„მე მივიღე მათი რეკომენდაციები და აქედან გამომდინარე, თქვენ გათავისუფლებთ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობის შესრულებისგან“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაში.

მსგავსი სიახლეები
77 ნახვა