დონალდ ტრამპი თეთრ სახლში რეგულარული პრესკონფერენციების გაუქმების წინადადებით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წინადადებით გამოვიდა – გაუქმდეს თეთრ სახლში რეგულარული პრესკონფერენციები უფრო დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ვინაიდან მე ძალიან აქტიური პრეზიდენტი ვარ და ბევრი რამ ხდება ირგვლივ, ჩემი თანშემწეები ვერ ახერხებენ სრულყოფილად ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. შესაძლოა საუკეთესო გამოსავალი პრესკონფერენციების გაუქმება იყოს? იქნებ ჟურნალისტებს სიზუსტისთვის წერილობითი პასუხები მივცეთ?”, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
33 ნახვა