ანგელა მერკელი 15 მაისს ემანუელ მაკრონს შეხვდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 15 მაისს ბერლინში საფრანგეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება.
აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

„გერმანიის კანცლერი ორშაბათს დღის მეორე ნახევარში საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

14 მაისს საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და საფრანგეთის არჩეულ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის ელისეს სასახლეში ხელისუფლების გადაცემის ცერემონია შედგება.

მსგავსი სიახლეები
64 ნახვა