ავსტრიაში უცნობი პირი ბანკის განყოფილებას თავს დაესხა

ავსტრიაში, ქალაქ ერპფენდორფში უცნობი პირი ბანკის განყოფილებას თავს დაესხა. ბანკის განყოფილების შენობაში შესაძლოა მძევლები იმყოფებოდნენ.
ბანკის განყოფილებასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ადგილზე პოლიციის სპეცრაზმი მუშაობს.
ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა მძევლები ბანკის შენობაში. ასევე, უცნობია არის თუ არა დამნაშავე შეიარაღებული.

მსგავსი სიახლეები
47 ნახვა