ვლადიმერ პუტინმა აშშ რუსეთისა და მთელი მსოფლიოს მოტყუებაში დაადანაშაულა

ვლადიმერ პუტინის განცხადებით,  ამერიკა მსოფლიოს მაშინ ატყუებდა, როდესაც ირანის ბირთვულ საშიშროებაზე საუბრობდა.
“ამ დღეებში ევროპაში აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ობიექტების გამოცდა გაიმართა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, როდესაც ამერიკელ კოლეგებთან ვდავობდით, მართლები ვიყავით. რუსეთი თავიდანვე მართალი იყო, რომ აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტები განთავსდა სტრატეგიული ბალანსის დანგრევის მიზნით, ასევე იმისთვის, რომ ჰქონოდა საკუთარი ნების კარნახის შესაძლებლობა. ჩვენი და მთელი მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მცდელობა ჰქონდათ, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ – გვატყუებდნენ”, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ირანის ბირთვული პრობლემა მოგვარებულია და ირანისგან არავითარი საფრთხე არ ყოფილა და არ არსებობს. პუტინის განცხადებით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტის აშენების მიზეზი გაქრა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
295 ნახვა