ირაკლი აბესაძე: 3 თვის წინ დასრულებულ ოლიმპიურ ფესტივალს 9 მილიონ ლარს ურიცხავენ

თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურფესტივალს დედაქალის ბიუჯეტიდანდამატებით 9 მილიონი ლარი გადაერიცხება,მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი უკვე 3თვეა დასრულდა, – ინფორმაციას ამისშესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი აბესაძე ავრცელებს. მისი თქმით, ცვლილება 2015 წლის ბიუჯეტში უახლოეს მომავალში შევა, დოკუმენტი საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა.

საკრებულოს დეპუტატი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ამ გზით ცდილობს ალექსი ახვლედიანის გამოყენებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე ზეწოლისთვის.

„ეს არის პირდაპირ თბილისის ბიუჯეტიდან მოპარული თანხა. ნათელია, რომ ამ თანხების გამოყენებით ცდილობს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილების სისრულეშ მოყვანას. ნაცვლად იმისა, რომ ეს 9 მილიონი ლარი იხარჯებოდეს მოსახლეობის საჭიროებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის. ამ თანხის ბიუჯეტიდან მოპარვა ხდება მხოლოდ იმისათვის, რომ ეს თანხა გამოყენებული იყოს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისთვის“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, ალექსი ახვლედიანი გუშინ ხელისუფლებასა და რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას შორის შუამავლად დასახელდა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
220 ნახვა