გიორგი მარგველაშვილი პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მასთან შეხვედრისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მასთან შეხვედრისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველმა პირმა მედიასთან კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. როგორც ჩანს, უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს, მათთვის მისაღებ ფორმატში შემხვდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდდ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
157 ნახვა